en
ge

„იყავი ინფორმირებული და იქნები დაცული“

გურია.ახალგაზრდული ცენტრი „პროგრესი" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ანხორციელებს პროექტს - „იყავი ინფორმირებული და იქნები დაცული". პროექტი მომზადდა საგრანტო კონკურსის,  – „საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიები სურსათის უვნებლობის საკითხებზე" – ფარგლებში. 
პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ საკვებ პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში დანამატების არსებობის შესახებ, მათ ინფორმირებას მომხმარებელთა უფლებებზე.  პროექტი ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
წყარო: თემის განვითარების რესურს–ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)