თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 9 მარტს, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთი ბოლო სასამართლო განხილვაა ჩანიშნული. შესაძლებელია, რომ სასამართლომ იმავე სხდომაზე განაჩენი გამოიტანოს.
ორგანიზაციის დასკვნით, დასკვნით არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.
სახალხო დამცველის შეფასებით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელ, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.“
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)