en
ge

მრგვალი მაგიდა – „არასათანადო მოპყრობა – ძველი და ახალი გამოწვევები“

თბილისი. 17 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის ორგაზებით მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა – ძველი და ახალი გამოწვევები" – ჩატარდა. ღონისძიება ერთობლივი პროექტის – „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება – ერთობლივი ადვოკატირების"  – ფარგლებში გაიმართა. მრგვალი მაგიდის მიზანი იყო, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2012 წლის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია და დისკუსია, ასევე არსებული მდგომარეობისა  და ახალი გამოწვევების შეფასება. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები. პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდების მიერ.
მონიტორინგის შედეგები – არასათანადო მოპყრობა აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში (2012 წელი)
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)