თბილისი. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სოციალური მეწარმეობის იდეას თანდათან მეტი მხარდაჭერა აქვს. მისი როლი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიურობაში თანდათანობით გაიზარდა და ამ თემის გარშემო მეტი საზოგადოებრივი კონსოლიდაციაც გაჩნდა, თუმცა ადგილობრივ კონტექსტში საკითხს კვლავაც არ აქვს ფართომასშტაბიანი საჯარო აღიარება და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც საქართველოში სოციალური მეწარმეობის სექტორის სახელმწიფო დონეზე საკანონმდებლო და პოლიტიკური აუღიარებლობაა.
დოკუმენტის მიზანია სამაგიდო კვლევის საფუძველზე, საქართველოში სოციალური მეწარმეობის მცირეხნიანი წარსულისა და სამართლებრივი აღიარების არარსებობის ფონზე, მიმოიხილოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა და ის სამართლებრივი ლანდშაფტი, რომელშიც სოციალური საწარმოები მუშაობენ. კვლევის ფარგლებში სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და საკანონმდებლო ჩარჩოების შეფასების მიზანია, იმ ძირითადი ინსტრუმენტების გამოკვეთა და იმ პოლიტიკის ჩარჩოს დასახვა, რომლის საქართველოში დანერგვაც ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობის სფეროს განვითარებას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)