თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს გიორგი ბადრიძის ბლოგპოსტს: მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
„უკრაინაში რუსეთის გაჩაღებულ ომს, მრავალ სხვა შედეგთან ერთად, მოჰყვა რუსეთის მოქალაქეების მრავალათასიანი ნაკადის შემოდინება საქართველოში. ამან ქვეყანაში დაპირისპირების კიდევ ერთი კერა გააჩინა, ოღონდ ამჯერად არა იმდენად საზოგადოების შიგნით, რამდენადაც მოქალაქეთა უმრავლესობას, რომელიც უკონტროლო იმიგრაციაში საფრთხეს ხედავს, და მთავრობას შორის, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს კონტროლის თუნდაც მინიმალური დონის შემოღებას. ხელისუფლების ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან შეიძლება მოისმინოთ კრიტიკოსების დადანაშაულება ქსენოფობიაში და საკუთარი პოზიციის პრაგმატულად წარმოჩენა.
მოდი, გავერკვეთ ფაქტებში და იმაში, თუ რამდენად გამართლებულია თითოეული პოზიცია მორალურად ან პრაგმატულად“.
წყარო: www.gfsis.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)