თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას 17 მაისს თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობისა და ძალადობის ფაქტების გამო. „სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ
ვერ
შეძლო
წესრიგის
უზრუნველყოფა და მოქალაქეთა დაცვა", ნათქვამია ცენტრის
განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, „სამართალდამცველმა
უწყებებმა
გამოავლინონ
და
პასუხისგებაში მისცენ მოქალაქეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობაში და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
ამავე დროს, პასუხი უნდა მოეთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს
იმ
მაღალჩინოსნებს, რომლებსაც უნდა დაეცვათ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ეს ამოცანა ვერ შეასრულეს".
წყარო: ცენტრის გვერდი
სოციალურ ქსელში