თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს გიორგი ბილანიშვილის ბლოგპოსტს: რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე.
„რუსული პროპაგანდა უდავოდ წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს, რადგან იგი ამზადებს რუსეთის ფედერაციაში და ასევე მის ფარგლებს გარეთ საზოგადოებრივ აზრს და აყალიბებს რუსეთის აგრესიული მიზნების შესაბამისად. დღევანდელი გადასახედიდან უკვე ალბათ ბევრს აღარ ეპარება ეჭვი, რომ სწორედ პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტები, შესაბამისი ნარატივების გავრცელებისა და გამყარების გამო, არიან იმ გაუგონარი დანაშაულისა და აგრესიის სრულფასოვანი თანამონაწილეები, რასაც პუტინის რეჟიმი უკრაინაში სჩადის“.
წყარო: www.gfsis.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)