თბილისი. ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, ფალიაშვილის N60 თბილისში, უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების ერთ-ერთი ადგილია, რომელსაც საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები უძღვებიან.
„დღის მანძილზე შემომწირველთა ნაკადი არ წყდება. ბავშვთა საკვები და ჰიგიენური საშუალებები უპირველესი საჭიროება იყო, რომლის ნაწილი ღია საზოგადოების ფონდის საქართველოს ოფისმა უზრუნველყო. ამ ეტაპზე პრიორიტეტულია მედიკამენტების შეგროვება, რომელთა ჩამონათვალიც ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)