თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამას ახალი დირექტორი ჰყავს. ნანუკა ყრუაშვილმა ამ პოზიციაზე საიას გამგეობის გადაწყვეტილებით, ვახუშტი მენაბდე ჩაანაცვლა.
„ნანუკა გეგმავს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის გუნდთან ერთად აქტიურად გააგრძელოს მუშაობა საარჩევნო, მართლმსაჯულების, საჯარო მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე. ამასთან, მისი ამოცანაა ევროინტეგრაციის საკითხების წინ წამოწევა და ადვოკატირების გაძლიერება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)