en
ge

ტრენინგი თემაზე: კვლევის ჩატარების ტექნიკები

ტრენინგი თემაზე: კვლევის ჩატარების ტექნიკები

შიდა ქართლი. 14 მარტს, საზოგადოება „ბილიკში“ - შიდა ქართლის რეგიონული ჰაბში ახალგაზრდებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „კვლევის ჩატარების ტექნიკები“.

ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებს შეეძინათ საბაზისო ცოდნა კვლევის, მისი სტრატეგიის, მეთოდოლოგიის, მეთოდიკის და ტექნიკის შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: კვლევის მნიშვნელობა, კვლევასთან დაკავშირებული ტერმინები, კვლევის მეთოდები და ტიპები, რა მეთოდებით შეიძლება მონაცემების მოპოვება, მონაცემთა ანალიზი.

ტრენინგის შემდეგ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა სხვადასხვა მეთოდებით ჩაატარონ საბაზისო დონის კვლევები და გამოავლინონ საჭიროებები.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად-ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)