თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.
„საქართველოს პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
პრეზიდენტი უფლებამოსილი, მეტიც, ვალდებულია ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების თაობაზე.
პრეზიდენტის ყველა მოქმედება, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე არ საჭიროებს მთავრობის თანხმობას“, ნათქვამია ორგანიზაციის სამართლებრივ შეფასებაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)