თბილისი. „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ კომპეტენციების შესახებ დავის დაწყების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს და „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ უნდა მიიღოს.
„ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის დაანონსება სალომე ზურაბიშვილის მიერ უკანასკნელ პერიოდში მმართველი ხელისუფლების მიმართ გამოხატულ კრიტიკას უკავშირდება და მიმართულია საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის, მისი როლისა და მნიშვნელობის დაკნინების, ისევე როგორც მოქმედი პრეზიდენტის სამართლებრივი გზებით დაშინებისკენ“.
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)