en
ge

გამჭვირვალობა: თანამდებობის პირების ნახევარი დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს

გამჭვირვალობა: თანამდებობის პირების ნახევარი დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ

„საქართველოში სულ მცირე ყოველმა მეორე თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაკეთილსინდისიერად შეავსო.

არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში თანამდებობის პირებს სამი და მეტი ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ან/და არასრულია.

დარღვევებით წარდგენილი დეკლარაციების 76%-ში თანამდებობის პირებმა ნაწილობრივ ან საერთოდ არ მიუთითეს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ შორის: შემოსავლები, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები“.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)