თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საგანგაშო ხასიათი მიიღო პრორუსული, ძალადობრივი, ექსტრემისტული ჯგუფების გააქტიურებამ საქართველოში. ამავე პერიოდში, ცნობილი გახდა ანტისემიტიზმის რამდენიმე უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტის შესახებ. ამას ემატება ცალკეული მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ გაკეთებული სიძულვილისა და ანტისემიტური, რუსეთის საპატრიარქოსთან თანმხვედრი განცხადებები.
წყარო: tdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)