en
ge

TDI გმობს ალტ-ინფოს მუქარას სამირა ბაირამოვას მიმართ

TDI გმობს ალტ-ინფოს მუქარას სამირა ბაირამოვას მიმართ

თბილისი. გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა პრორუსული, ძალადობრივი, კრიმინალური დაჯგუფების, ალტ-ინფოს მუქარის მსხვერპლია.

სამირა ბაირამოვამ სამოქალაქო, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატა ამ დაჯგუფების მიერ ქალაქ მარნეულში ოფისის გახსნისა და მათი ღიად კრემლისტური, აგრესიული პოლიტიკის მიმართ. მან ალტ-ინფოს მარნეულის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.

ამ მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ, სამირა ძალადობრივი დაჯგუფების მძიმე მუქარის სამიზნე გახდა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • „დაუყოვნებლივ გამოიძიოს და აღკვეთოს სამირა ბაირამოვას და სხვა აქტივისტების მიმართ მუქარის თითოეული ფაქტი.
  • აღკვეთოს კრიმინალური დაჯგუფება ალტ-ინფოს საქმიანობა და მისი ლიდერები მიეცენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში“.

ორგანიზაცია სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს სამირა ბაირამოვას და პრორუსული კრიმინალური დაჯგუფების, ალტ-ინფოს ძალადობრივი ქმედებების ყველა მსხვერპლ მოქალაქეს, აქტივისტსა და ჟურნალისტს.

სრულად...

წყარო: tdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)