თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: რუსული საინფორმაციო ომი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ.
„რუსეთის ხელისუფლებისა და მისი გავლენის აგენტების კამპანია წლების მანძილზე მიმართულია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგაც: ლაბორატორიას თავს ესხმიან ყალბი და საეჭვო ამბების გავრცელებით, დეზინფორმაციული ნარატივებით და კიბერშეტევებითაც კი.
ამგვარ გამოწვევებთან გასამკლავებლად კი აუცილებელია გადაწყვეტილების მიმღები პირების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების აქტიური თანამშრომლობა, რათა შემუშავდეს რუსულ დეზინფორმაციასთან და კიბერ საფრთხეებთან ეფექტურად გამკლავების სტრატეგია“, ნათქვამია სტატიაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)