თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან დაკავშირებულმა შპს „მაი თაუნმა“ და ინდმეწარმე შორენა თაბაგარმა 2014-2021 წლებში, 68 სახელმწიფო შესყიდვით 4,117,864 ლარი მიიღეს. აქედან 2,162,992 ლარი (საერთო თანხის 52%) უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის გზით.
„სავარაუდო კორუფციაში ჩართული შპს “მაი თაუნის” მენეჯმენტი ბორჯომის ყოფილი გამგებლის დიმიტრი ყიფიანის უახლოესი გარემოცვაა.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „მაი თაუნის“ და მეწარმე შორენა თაბაგარის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს სავარაუდო კორუფციის ფაქტები“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)