en
ge

შეხვედრები რეგიონული ცენტრის წევრებთან

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" 20 მაისს სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონული ცენტრის წევრებთან შეხვედრებს გამართავს. ღონისძიებაზე „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძნებლები ადგილობრივ წევრებს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს გააცნობენ და რეგიონში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელებენ.
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" მთავარ მიზანს ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა წარმოადგენს, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ფაქტებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს. სამართალდამცავთა დაცვის ლიგა ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებულ თითოეულ პირს უფასო საადვოკატო მომსახურეობას სთავაზობს.
20 მაისი 12:00 საათი ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა 52
20 მაისი 15:00 საათი ქუთაისი, პუშკინის 6
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)