თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარას კვლავ არ მოჰყოლია სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება.
„როგორც დღეს გახდა ცნობილი, ამ ჯგუფებმა, სავარაუდოდ, უკვე დაიწყეს საკუთარი მუქარის სისრულეში მოყვანა.
კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს დაუყოვნებლივ, დაიცვას სამირა ბაირამოვას სიცოცხლე და ჯანმრთელობა, დააკავოს ძალადობრივი ალტ-ინფოსა და მისი „კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები და ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობს სამირა ბაირამოვას მიმართ ძალადობრივ მუქარასა და ქმედებებში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)