თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს და უფრო სამართლიან, თანასწორ და ღირსეულ გარემოში ცხოვრებას უსურვებს.
„დღეს საქართველოს აზერბაიჯანელები აღნიშნავენ ნოვრუზ ბარაიმს. ეს უძველესი სახალხო დღესასწაულია და გაზაფხულის შემოსვლას, გამოღვიძებას და სიცოცხლის განახლებას უკავშირდება.
უკვე რამდენიმე წელია საქართველოს აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ.
ადგილობრივი თემისთვის ეს მოთხოვნა საკუთარი კულტურის, იდენტობის და ზოგადად საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების აღიარების მნიშვნელობას ატარებს და რა თქმა უნდა. პოლიტიკური შინაარსი აქვს. სამწუხაროდ, თემის ეს მოთხოვნა ხელისუფლების მიერ ამ დრომდე არ არის გაზიარებული.
სწორედ ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს საქართველოს აზერბაიჯანელის თემის მოთხოვნა ნოვრუზ ბაირამის ეროვნულ დღესასწაულად და უქმედ გამოცხადების შესახებ სამართლიანია და ის გათავისუფლებისთვის და აღიარებისთვის ამ თემის უფრო დიდ ბრძოლას აჩვენებს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)