აჭარა. აჭარის რეგიონული ჰაბი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებში შეხვედრებს აგრძელებს.
„17 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შევხვდით. მონაწილეებს გავაცანით „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის მიზნები და დაგეგმილი აქტივობები. ვისაუბრეთ აჭარაში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და გადავეცით საინფორმაციო ცნობარი, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში მოვამზადეთ.
აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP)“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)