en
ge

მიმართვა ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების შეურაცხყოფისა და მუქარის თაობაზე

მიმართვა ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების შეურაცხყოფისა და მუქარის თაობაზე

თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების მიმართ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გახშირებული თავდასხმის ფაქტების გამო.

„ბოლო პერიოდში ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების მისამართით სოციალურ ქსელ ფეისბუკში სხვადასხვა ყალბი ან რეალური პროფილის მფლობელი პირები ინტენსიურად პოსტავენ ფაშისტური და ქსენოფობიური შინაარსის, სიძულვილის ენის, მუქარის შემცველ ტექსტებს...

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიძიონ როგორც საფაროვის ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ისე ყველა სხვა მსგავსი შემთხვევა, რათა მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია სამომავლოდ.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მსგავს კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებზე, გაამკაცროს სისხლის სამართლის პოლიტიკა და ჩამოაყალიბოს კატეგორიული მიდგომა ამ დანაშაულებისადმი, რადგან დღეს არსებულმა სუსტმა პოლიტიკამ თავისი წვლილი შეიტანა ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების გააქტიურებაში და სიძულვილის გაღვივებაში, რაც ამ და მსგავსი დანაშაულების პრევენციულ აღკვეთას არ/ვერ უზრუნველყოფს“, ნათქვამია მიმართვაში.

სრულად...

წყარო: www.hrc.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)