აჭარა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: მმართველ პარტიასთან დაკავშირებული „აჭარგანათებისა” და „განათების“ მონოპოლიური მდგომარეობა აჭარის მუნიციპალიტეტების შესყიდვებში.
„„ბათუმის მერიის ა(ა)იპ-მა თითქმის 29 მლნ ლარიან უკონკურენტო და სავარაუდოდ მორგებულ ტენდერში გამარჯვებულად „აჭარგანათება“ გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის საკუთრებაა.
„აჭარგანათებამ” და თოფურიძის ოჯახის კიდევ ერთმა კომპანიამ, „განათებამ“ 2011-2022 წლებში ჯამში 66 844 339 ლარი მიიღეს, აქედან 91% უკონკურენტო, გამარტივებული და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებიდან“.
ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა იმ შესყიდვების შესასწავლად, რომელიც ამ კომპანიებმა უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგეს და მოკვლევის შედეგები საზოგადოებას დროულად გააცნოს.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)