თბილისი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის 45 თანამშრომელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტის ტრენინგს დაესწრება.
17 მარტს თბილისში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ფიზიკური, სმენის და მხედველობის დარღვევის მქონე პირებთან ქცევისა და ურთიერთობის უნარები შეიძინეს.
ინიციატივა ხორციელდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმას ემსახურება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)