შიდა ქართლი და გურია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების აღმოფხვრის მიზნით, PHR-ის იურისტები გორსა და ოზურგეთში შშმ ქალების მშობლებს შეხვდნენ.
„შშმ ქალები, ისევე როგორც მათი მშობლები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას, როგორც ზოგადად, ასევე სექსუალური საჭიროებებისა და სრჯ უფლებების შესახებ“.
შეხვედრა შესაძლებელი გახდა პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)