თბილისი. გავრცელებული ინფორმაციით, 19 მარტს „TV პირველის“ ჟურნალისტი, ნატალია ქაჯაია, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.
„ჟურნალისტის პარლამენტში არშეშვება დროში ემთხვევა მის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, კრიტიკული კითხვები დაუსვა.
ეს არ არის პირველი ფაქტი, როცა კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საჯარო უწყებებში არ უშვებენ.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუშვას ნატალია ქაჯაია პარლამენტში. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა იგრძნონ თავი ანგარიშვალდებულად მათი ამომრჩევლის წინაშე, უპასუხონ არსებულ კითხვებს და გაიაზრონ მათი საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)