თბილისი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, 2022 წელს „დედამიწის საათი“ 26 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 აღინიშნება.
„ერთი საათით სინათლის გამორთვით შეგიძლიათ შეუერთდეთ „დედამიწის საათს“ და მილიონობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო.
„დედამიწის საათის“ ისტორია 2007 წლიდან იწყება, როდესაც მოძრაობის ფარგლებში, სიდნეიში სინათლე ჩააქრეს. დროთა განმავლობაში, დედამიწის საათი ერთ-ერთ უდიდეს გლობალურ სამოქალაქო მოძრაობად ჩამოყალიბდა, რომელსაც უკვე 190-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. დღეისათვის, მისი მნიშვნელობა სცდება სიმბოლურად ერთი საათით სინათლის ჩაქრობას და უფრო მეტად გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლების დატვირთვას იძენს და ჩვენი პლანეტის დასაცავად გვაერთიანებს“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)