თბილისი. „სხვა კუთხის“ მორიგი ეპიზოდი ეხება საქართველოს აზერბაიჯანელებს, მათ კულტურას, უახლეს ისტორიას და მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პერიფერიალიზაციის საკითხს.
„რა ვიცით საქართველოს აზერბაიჯანელების შესახებ და რა არის პრობლემური ჩვენს ამ ცოდნასა და წარმოდგენებში? რა არ ვიცით ამ თემის შესახებ და როგორ ცდილობენ ახალგაზრდა მკვლევრები და აქტივისტები ცოდნის ამ სიცარიელის გარღვევას, ამოვსებას თვითორგანიზებისა და ფიქრის უნიკალური პროცესებით? რა ისტორიულმა ფაქტორებმა, იმპერიულმა და ნაციონალისტურმა პოლიტიკამ განაპირობა ეთნიკური უმცირესობების არაღიარების ამ გარემოს შექმნა და რა შეგვიძლია და რა უნდა მოვითხოვოთ დღეს?!
სწორედ ესაა ის მთავარი კითხვები, რომელზეც ინტერვიუში სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე კავკასიოლოგთან, კულტურის მკვლევართან ელნურ ალისოისთან ერთად საუბრობს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)