კახეთი. 18 მაისს თელავში, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის - საქართველოს რეგიონული სესია გაიხსნა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80 სტუდენტი მონაწილეობს.
სესიის მთავარი თემაა - მიზნების დასახვა უკეთესი მომავლისთვის.
ევროპის ახალგაზრდულმა პარლამენტმა თავისი საქმიანობა საქართველოში საინიციატივო ჯგუფის სახით 2007 წელს დაიწო. საქართველო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრად 2008 წელს პრაღაში გამართულ საერთაშორისო სესიაზე იქნა აღიარებული.