აჭარა. 21 მარტს, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.
„მონაწილეებს გავაცანით „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის მიზნები და დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრის პროცესში მონაწილეებმა სოფელში არსებული პრობლემები ჩამოთვალეს. აღნიშნეს, რომ აწუხებთ ინტერნეტის დაბალი ხარისხი, რაც სასწავლო პროცესში უშლით ხელს. გამოთქვეს სურვილი, შეხვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობენ და მათ სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობენ“.
აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)