იმერეთი. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” შეხვედრა გამართა ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან.
„შეხვედრაზე საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიეწოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობისა და როლის, უფლებამოსილების სახეების, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ.“
ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება ხდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)