თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ბლოგპოსტში გაეცნობით კონკრეტულ მაგალითებს თუ როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია ექსპერტების სახელით.
„სოციალურ მედიაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების ერთ-ერთი მეთოდი ექსპერტებად პოზიციონირებადი პირების მიერ ფეისბუქზე „კულუარული ინფორმაციის“ შესახებ სტატუსების გამოქვეყნებაა, რასაც შემდგომ პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოები და ცრუ მედიის გვერდები ავრცელებენ.
პროცესში ჩართული ექსპერტებისა და სააგენტოების ფაქტობრივად უცვლელი შემადგენლობა გვაფიქრებინებს, რომ საქმე დეზინფორმაციის გავრცელების მიზანმიმართულ, ორგანიზებულ სქემასთან გვაქვს, რაშიც შესაძლოა, უნებლიეთ სხვა, მათგან დამოუკიდებელი აქტორებიც ერთვებოდნენ“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)