თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სახალხო დამცველს მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების იმედა დარსალიას, სოფო ზედელაშვილის და თამთა ჯანაძის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციის და შრომით საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოვლენისა და დადგენის თაობაზე.
„საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდეთ პროფესიული საქმიანობა ცენზურისგან დამოუკიდებელ გარემოში განახორციელონ“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)