თბილისი. სათემო განვითარების ცენტრი (CDC), პარტნიორ ორგანიზაციებთან - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და საქართველოს
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან (GSMEA) ერთად ახალი პროექტის განხორციელებას
იწყებს. „მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის ინსტრუმენტის"
– მიზანია მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მიკრო-მეწარმეობის პროგრამების, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთი სტრატეგიის სახელმწიფოს სტრუქტურებისათვის წარდგენა და მისი დანერგვის მხარდაჭერა.
პროექტი 2013წლის მაისში დაიწყო და 10 თვეს გასტანს.დასასრულს დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება და კვლევის შედეგების ანგარიშის გამოცემა.
„მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის ინსტრუმენტი"
მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის,ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (EWMI /G-PAC) მიერ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში