თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 28 მარტს „საქართველოს კოალიციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ ICC პროკურორს, კარიმ ხანს, წერილობით მიმართა.
„მიმართვის მიზანია პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნა და გამოძიებასთან დაკავშირებით საკვანძო საკითხების მიმოხილვა, მათ შორის, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პასუხისმგებლობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების საჭიროება“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)