თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ანგარიშს: „2021 წლის საარჩევნო დავების განხილვების ძირითადი ტენდენციები“.
ანალიზისას გამოიკვეთა შემდეგი ტენდეციები:
2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე, 2020 წლის არჩევნების მსგავსად, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან რეაგირება არაეფექტიანი იყო.
საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს პრაქტიკით დადასტურდა, რომ შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 უბნის გადათვლა არ არის საკმარისი.
საგრძნობლად დაბალი იყო სასამართლო სისტემაში განხილული საარჩევნო დავების დაკმაყოფილების მაჩვენებელი.
სასამართლო საარჩევნო სამართალდარღვევების მიმართ ლოიალურ მიდგომას ირჩევს.
დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის ფაქტებზე არ მომხდარა სათანადო რეაგირება.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)