იმერეთი. სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დილოგის" ორგანიზებით პროგრამის – „RICDOG მოხალისეთა კლუბი" – საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამი თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში შერჩეული 12 მოხალისე RICDOG-თან ერთად მონაწილეობას მიღებს საზოგადოების განვითარების პროცესში, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა დ განხორციელებაში. ისინი უშუალოდ გაეცნობიან არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკას, შეისწავლიან პრომოუშენსა და სტრუქტურას, გაეცნობიან PR ტექნოლოგიებს, პროექტის წერისა და ფონდების მოძიების მეთოდიკას, ასევე კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელებას. სამთვიანი ტრენინგის შემდეგ თითოეულ მოხალისეს გადაეცემა შესაბამისი დონის სერთიფიკატი. RICDOG მოხალისეთა პირველი ნაკადის ყველაზე წარმატებული 8 მოხალისე გააგრძელებს ცოდნის ამაღლებას იმ მიმართულებებსა და სფეროებში, რომელსაც თებერვალი-აპრილის განმავლობაში სწავლობდნენ.
წყარო: ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში