სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა „პიროვნული განვითარების" ტრენინგის პირველი ეტაპი კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისა და სხვა ახალგაზრდებისათვის.
ტრენინგის ფარგლებში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს პროექტის მენეჯერმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ, როგორიც არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და მავნე ჩვევები, ადამიანის ღირებულებები, ცხოვრების მიზნები და მათი მიღწევის ეფექტური გზები.
ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება ემსჯელათ ტრენინგის საკვანძო საკითხების ირგვლივ და ჩართულიყვნენ სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობაში.
ტრენინგის მონაწილე 15-მა მოზარდმა გამოთქვა მსგავსი ტიპის სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი.
„პიროვნული განვითარების" ტრენინგი ხორციელდება პროექტის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
წყარო: „სიდას" გვერდი სოციალურ ქსელში