თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციების შესახებ ბლოგპოსტს აქვეყნებს.
„რუსეთის ფედერაცია საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ ბრალდებებს წლების განმავლობაში ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, აღნიშნული ნარატივები კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ამჯერად კრემლის პროპაგანდისტების ძირითადი სამიზნე უკრაინა გახდა, რომელიც ლაბორატორიებში სახიფათო ინფექციების პათოგენებზე მუშაობაში დაადანაშაულეს. თუმცა, რუსულ პროპაგანდას არ გამორჩა საქართველო და ლუგარის ლაბორატორიაც, რომელიც წარსულში რუსეთისთვის საფრთხედ იქნა შეფასებული“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)