თბილისი. 30 დეკემბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნა ორი ახალი უწყება.
იმ დროისათვის მოქმედმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წარადგინა, რომლითაც საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას მოითხოვდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანალიტიკური დოკუმენტი აფასებს საოქმო ჩანაწერის იმ ძირითად პრობლემურ ასპექტებს, რომლებიც ორგანიზაციის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)