თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოდან ამ ეტაპზე მიღებული დოკუმენტაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული მხარის მიერ რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით არსებული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე.
„რუსეთის მხარის მიერ აღნიშნული საკითხის ფორსირებულ რეჟიმში ცალმხრივი გააქტიურება სავარაუდოდ მიზნად ისახავდა ქვეყნისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების საპასუხო განმარტებები არ იყო მკაფიო და თანმიმდევრული, რაც იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას და როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილების პროვოცირებას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)