თბილისი. გავრცელებული ცნობით, ირმა ბოლო 20 წელია თბილისის ერთ-ერთ უბანში, მცირე ზომის სარდაფში თავის მეგობარ ძაღლთან ერთად ცხოვრობს და ეზოში 10-მდე მიუსაფარ კატას უვლის.
2022 წლის 28 მარტს, სოციალურ ქსელში ხალხმა წუხილი გამოთქვა ირმას გაუჩინარების შესახებ.
2022 წლის 29 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირმა ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ე.წ. ხონის ფსიქიატრიულში) გადაიყვანეს ქურდობის ბრალდებით.
ამავე დღეს, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) საქმეში ჩაერთო.
PHR-ის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ირმას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება უკანონოა და მისი იძულებითი მკურნალობის საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, PHR მოითხოვს ირმას დაუყვნებლივ გათავისუფლებას და ამ მიზნით განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ ქმედებებს.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)