სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ჩხოროწყუს მერიამ 2022 წლის იანვარში, მისი თანამშრომლის მიერ ორი თვით ადრე დაფუძნებული კომპანიისგან 207 197 ლარის მომსახურება შეისყიდა.
მიმწოდებელი კომპანიის, „სალომე 92”-ის 50-50% წილის მფლობელები არიან:
სალომე პაპავა, რომელიც იანვრიდან ხელშეკრულებით ჩხოროწყუს მერიაში მუშაობს და მისი მამა, ჯამბულ პაპავა, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირია.
ორგანიზაციის ცნობით, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მამა-შვილის კომპანიებმა 2012 წლის შემდეგ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისგან 1 080 842 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს.
„მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)