თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” ეხმიანება საქართველოს პარლამენტის დადგენილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შესახებ.
2022 წლის 30 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა საპარლამენტო საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშია კერძო მაუწყებლის „იმედის“ არაერთი წარმომადგენელი/დაკავშირებული პირი.
კოალიცია მიიჩნევს, რომ კერძო მაუწყებლის „იმედის” არაერთი წარმომადგენლის ან/და მასთან დაკავშირებული პირის მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატის შესარჩევ კომისიაში დაუშვებელია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)