en
ge

ღია წერილი მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს

ღია წერილი მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პროფესიული წრეები აქვეყნებენ ღია წერილს და კიდევ ერთხელ გამოხატავენ უკიდურეს შეშფოთებას თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, მიხეილ ჯავახიშვილის სახლის სიახლოვეს, საქანელას ქუჩაზე დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის გამო.

„„სილქნეტის“ მიერ ინიცირებული ეს პროექტი, ლახავს ქალაქის ისტორიული განაშენიანების და მასში დაცული ძეგლების სივრცით არქიტექტურულ გარემოს. მშენებლობა, რომელიც სრულიად ცვლის ქალაქის ისტორიულ მახასიათებლებს, უშვებს განაშენიანების არატრადიციული ფორმების დომინაციას, რაც დამღუპველია ჩვენი იდენტობის და კულტურის შემადგენელი თბილისის ისტორიული ნაწილისათვის. ამ მასშტაბის ჩარევა, მომავალში, ბიძგს მისცემს მარჯვენა სანაპიროზე, მასიური და უსახური სხვა მშენებლობების განხორციელებას. ყოველივე ზემოთთქმული, ეწინააღმდეგება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობას“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)