სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტის ფარგლებში, 23-25 მარტს, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების 5 ქალაქში შეხვედრები გამართა.
შეხვედრები მიზნად ისახავდა აღნიშნულ რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესების საჭიროებებისა და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების გამოვლენას და ადგილობრივი ბიზნეს გარემოს შეფასებას.
პროექტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, “Rural SMEs Development Programme”-ის ფარგლებში ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)