თბილისი. კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ანალიტიკური სტატიების კონკურსის - მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ - გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, გამოგზავნილი სტატიების შეფასების საფუძველზე პირველ ადგილზე გავიდა მონაწილეთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ლია აბლოთია, კობა აბლოთია და ეკატერინე დემეტრაშვილი. მეორე ადგილზე გავიდა ჯგუფი - ნინო ტაგანაშვილისა და მარიტა გორგილაძის მონაწილეობით, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ჯგუფმა - მერი მაჭარაშვილისა და თინათინ ღვინიანიძის მონაწილეობით.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)