აჭარა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, კომიტეტების აპარატის თანამშრომლებმა და ღია მმართველობის საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრებმა გაიარეს ტრენინგები, საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაში. ტრენინგები მოიცავდა ანგარიშის მომზადების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
ტრენინგები გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)