თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ეხმაურებიან 2022 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ გამოცხადებულ განაჩენს 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეზე.
ამ საქმეში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავს „რადიო თავისუფლების“ დაზარალებული ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას, ხოლო ადამიანის უფლებათა ცენტრი ოპერატორის, დავით ქორიძის ინტერესებს. ორგანიზაციები არ ეთანხმებიან გამოცხადებულ განაჩენს ბრალდების გადაკვალიფიცირებისა და სასჯელის ნაწილში.
„ამგვარი მიდგომა ფაქტობრივად გამორიცხავს 2022 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მასშტაბური, ჰომოფობიური ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მაშინ, როდესაც დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე არაერთი მტკიცებულება მიუთითებს.
... მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გაასაჩივროს მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოში“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.hrc.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)