en
ge

დისკუსია და აქცია ქუთაისში

იმერეთი. ბიოლის ფონდის ორგანიზებით, 17 მაისს, ქუთაისში გაიმართა საჯარო დისკუსია – „კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ". დისკუსიის დასრულების შემდგომ მონაწილეთა ნაწილმა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ გადაინაცვლა და თბილისში მომხდარი ძალადობის გაპროტესტებას აპირებდა. ბიოლის ფონდის გვერდზე აღნიშნულია, რომ პოლიციისა და ჟურნალისტების სიუხვის მიუხედავად აქცია ვერ შედგა. „აგრესიულად განწყობილი პირების ჯგუფმა სახელდახელოდ გამზადებული პლაკატები დახიეს და აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენეს". ახალგაზრდების ნაწილმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
სრულად
წყარო: ბიოლის ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)